ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (MWIA) 33-ემსოფლიო კონგრესი – 2025 წლის 12–14 ოქტომბერი კაირო, ეგვიპტე

2026-03-01 08:14:00

საქართველოს ექიმ ქალთა პროფესიულმა ასოციაციამ (GMWPA) ღირსეულად მიიღო მონაწილეობა ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (MWIA) 33-ე მსოფლიო კონგრესში, რომელიც 2025 წლის 12-14 ოქტომბერს, ქ.კაიროში გაიმართა.

კონგრესში მონაწილეობდა 450 დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა ქვენებიდან -ექიმები, მეცნიერებდა ქალთა ჯანმრთელობის და თანასწორობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონგრესი გამორჩეული იყო მაღალი დონის სპიკერებით, ვორქშოფებით, დისკუსიებით და ინტერაქტიული სესიებით, რომლებიც ეხებოდა ქალთა ჯანმრთელობის აქტუალურ გამოწვევებსა და ინოვაციებს.

კონგრესის მსვლელობისას საქართველოს დელეგაციამ რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ექიმქალთა ასოციაციის წარდგენით, ქ-ნი მარიამ ჯაში, მეორედ ერთხმადიქნა არჩეული ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ მდივნად. საქართველოს ექიმქალთა ასოციაციის პრეზიდენტი პროფესორი ნინო ჟვანია გახდა ექიმ ქალთა ასოციაციის საპატიო წევრი, მთავარი გამარჯვება კი შემდეგი იყო- კონგრესზე ფარული კენჭისყრით უნდა გამოევლინათ გამარჯვებული ქვეყანა, 2028 წ, ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის 34 მე მსოფლიო კონგრესის ჩატარებისთვის.ეს გამარჯვება სწორედ საქართველოს დელეგაციამ მოიპოვა- მოუგო რა ფარულ კენჭისყრაში ჩინეთის და ინდოეთის დელეგაციებს.

მოხარულებივართ, რომ 2028 წელს,თბილისიუმასპინძლებს ექიმ ქალთასაეთაშორისო ასოციაციის მსოფლიო კონგრესს, რომელიც ქალთა ჯანმრთელობისაქტუალურ საკითხებს მიძძღვნება.

უკან სიახლეებზე